„სლოვანი“ ჩემპიონობის შემდეგ თასის მოგებასაც უმიზნებს და იქამდე ერთი ნაბიჯი აშორებს. ვლადიმირ ვაისის გუნდი ფინალში გავიდა.
ნახევარფინალში ბრატისლაველებმა „ტრენჩინი“ 2:1 დაამარცხეს. ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო გურამ კაშია განაცხადში არ იყო.
„სლოვანი“ თასის ფინალში „სენიცასა“ და „ტრნავას“ წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.