ფეხბურთი

21:49 | 19.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს ხელმძღვანელობას ზაფხულში სერხიო რამოსის გუნდიდან გაშვება უნდა

„პარი სენ ჟერმენი“ სერიო რამოსთან კონტრაქტის გაწყვეტას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას Le Parisien-ი ავრცელებს.

წყაროს თანახმად, პარიზულ გუნდში ესპანელი ფეხბურთელით კმაყოფილები არ არიან და ეცდებიან, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ის გუნდიდან გაუშვან. თუმცა, ამავდროულად, რამოსს პსჟ-სთან კონტრაქტი კიდევ ერთი წელი აკავშირებს და სურს, რომ მომდევნო სეზონიც „პარკ დე პრენსზე“ გაატაროს.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ ჟერმენმა“ სერხიო რამოსი გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა, მაგრამ ტრავმების გამო თითქმის მთელი სეზონი გამოტოვა. 36 წლის მცველმა პარიზელთა მაისურით დღემდე მხოლოდ 8 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

0.128494