ფეხბურთი

14:50 | 19.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

სტერლინგი, ასენსიო და ისკო „მილანში“?

საფეხბურთო კლუბი „მილანი“ მალე შეიძლება ბაჰრეინის საინვესტიციო კომპანიამ, Investcorp-მა იყიდოს. ამ შემთხვევაში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას კლუბს ფეხბურთელების საყიდლად გაცილებით მეტი შესაძლებლობა გაუჩნდება - წერს La Gazzetta dello Sport.

წყაროს ინფორმაციით, კლუბის გაყიდვის შემთხვევაში, რაც დიდი ალბათობით მოხდება, მილანელები „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველის, რაჰიმ სტერლინგის, ასევე მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელების, მარკო ასენსიოსა და ისკოს გადაბირებას შეეცდება.

სტერლინგს „ქალაქელებთან“ კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება. ისკომ კი სეზონის ბოლოს შესაძლოა „სამეფო კლუბი“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს. ასენსიოს სატრანსფერო ფასი დაახლოებით 40 მილიონი ევროა.

ასევე გამოცემა აღნიშნავს, რომ მფლობელის შეცვლის შემთხვევაში, ზაფხულის შენაძენებისთვის „მილანი“ 300 მილიონ ევროს მიიღებს.

0.113313