ფეხბურთი

11:49 | 19.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

მოდრიჩი ყატარულ კლუბში არ წავა

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველ ლუკა მოდრიჩს, შანსი მიეცა კარიერა ყატარში გაეგრძელებინა. ერთ-ერთი იქაური კლუბი სარფიან კონტრაქტს სთავაზობდა, მაგრამ უარი თქვა. მადრიდში თავს ბედნიერად ვგრძნობ და სხვა წინადადებებზე არც ვფიქრობო - ციტირებს ტვიტერში ხორვატის სიტყვებს ჟურნალისტი ეკრემ კონური.

მოდრიჩი „რეალში“ 2012 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში 36 წლის ხორვატმა ესპანეთის ჩემპიონატში 24 მატჩი გამართა, ორი ბურთი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

„რეალთან“ მის კონტრატქტს ვადა ამ სეზონის ბოლოს ეწურება.

0.115427