ჩოგბურთი

3:14 | 19.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნადალმა როლან გაროსისთვის მზადება დაიწყო

ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონმა რაფაელ ნადალმა ვარჯიშს დაუბრუნდა. ნეკნის სტრესული მოტეხილობის გამო, მას ოთხი კვირა გაუცდა. როდის გამოვა კორტზე, ჯერ უცნობია. სავარაუდოდ, საფრანგეთის ღია პირველობამდე, რომელიც 13-ჯერ აქვს მოგებული, მოთელვისთვის რომელიმე ტურნირზე ითამაშებს.

35 წლის ნადალმა ბოლოს ინდიან ველსის ფინალში, ამერიკელ ტეილორ ფრიცთან ითამაშა და დამარცხდა. ამავე ტრავმის გამო, ნადალს თიხნარის სეზონის დასაწყისში არ უთამაშია - ბარსელონას და მონტე კარლოს ტურნირები გამოტოვა.

„ოთხთვიანი პაუზის შემდეგ, დღეს საჩოგბურთო კორტზე ფეხი შევდგი. პირველი მსუბუქი ვარჯიში ჩავატარე“, - ტვიტერზე წერს ნადალი, ვისაც მამაკაცებს შორის, ჩოგბურთის ისტორიაში დიდი სლემის ყველაზე მეტი, 21 ტიტული აქვს მოპოვებული.

საფრანგეთის ღია პირველობა 22 მაისს დაიწყება. მანმდ კი მასტერს 1000-ის სერიის ორი, მადრიდის და რომის ტურნირი გაიმართება და სავარაუდოდ, ესპანელი რომელიმეზე იასპარეზებს.

0.112481