ინგლისის ჩემპიონშიფის 43-ე ტურში შოთა არველაძის „ჰალ სიტი“ „მილუოლს“ ესტუმრა და 1:2 დამარცხდა, რის შედეგადაც ზედიზედ ორმატჩიანი მოგებების სერია შეწყვიტა.
„ვეფხვებმა“ ორი გოლი მეორე ტაიმის დასაწყისშივე გაუშვეს და 87-ე წუთზე ტომი ივზმა სხვაობა შეამცირა, მაგრამ თამაშის გადარჩენა სტუმრებმა ვერ მოახერხეს. „ჰალისთვის“ ეს მარცხი დიდად მტკივნეული არაა, რადგან ჩემპიონშიფში ადგილი წინა ტურში შეინარჩუნა.
თუმცა, სტუმრად არველაძის გუნდმა 6-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა (3 მოგება, 3 ფრე) და ზოგადად, შოთას ხელმძღვანელობით გასვლაზე მხოლოდ მეორე მარცხი განიცადა.
„ჰალ სიტი“ 47 ქულით მე-19 ადგილზეა და მომდევნო ტურში 23 აპრილს, „რედინგს“ უმასპინძლებს.