ამსტერდამის „აიაქსის“ მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი „მანჩესტერ იუნაიტედს“ ჩაიბარებს. ინფორმაცია ფაბრიციო რომანომ გაავრცელა, რის შედეგადაც შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია.
რომანო თავის გვერდზე წერს, რომ მხარეებმა აბსოლუტურად ყველა დეტალზე შეთანხმებას მიაღწიეს, მათ შორის, სატრანსფერო გეგმებზეც. ინგლისურმა კლუბმა „აიაქსს“ კომპენსაციის სახით 2 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს, რადგან ნიდერლანდელ სპეციალისტს ამსტერდამელებთან კონტრაქტი აკავშირებს.
ინფორმაციის ოფიციალური დადასტურება დღეს და ხვალ არ არის მოსალოდნელი, მაგრამ უახლოეს ხანებში კლუბები განცხადებას გააკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ ერიკ ტენ ჰაგი „აიაქსში“ 2017 წლიდან მუშაობს და ყველაზე დიდ წარმატებას 2018-2019 წლების სეზონში მიაღწია, როცა ნიდერლანდური გრანდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გაიყვანა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ესე თამაშის დამთავრება აღარ გამიგია
პირველათ ვნახე რასაც ქვია
ზუსტად ანალოგიურად დაუმთავრა შეტევაში გუშინ სამტრედიას ტორპედოსთან თამაში შეტევაში, მეკარემ მოიგერია, გამოაგდო მიიღო სამტრედიის ფეხბურთელმა და ჩაწოდებას აპირებდა, როდესაც დაამთავრა. ესეთი განსაკუთრებული არაფერი მომხდარა 2 წუთი იყო გადაცილებული დამატებულ დროს და დაამთავრა.