ფეხბურთი

13:20 | 18.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

კოული: "ლუკაკუს "ჩელსიში" კარიერის გადასარჩენად 6 კვირა დარჩა"

ლონდონის „ჩელსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ჯო კოულმა რომელუ ლუკაკუს შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბელგიელ ფეხბურთელს ინგლისურ კლუბში კარიერის გადასარჩენად 6 კვირა აქვს დარჩენილი.

„ლუკაკუს 6 კვირა აქვს, რომ „ჩელსიში“ თავისი კარიერა გადაარჩინოს. თუ ვერნერს შევხედავთ, ის არ ნებდება, ლუკაკუსაც იგივე სურს, მაგრამ მან შანსი ხელიდან გაუშვა. თუმცა, მას შეუძლია დაბრუნდეს ძალიან სწრაფად, ფეხბურთი შეიძლება ერთ მატჩში შეიცვალოს“, - თქვა ჯო კოულმა.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსიმ“ რომელუ ლუკაკუ გასულ ზაფხულს მილანის „ინტერიდან“ 115 მილიონ ევროდ შეიძინა, მაგრამ ბელგიელმა ფეხბურთელმა სეზონი ჩააგდო და 37 შეხვედრაში მხოლოდ 12 გოლი აქვს გატანილი.

0.11484