კალათბურთი

12:40 | 18.04.2022 | ნანახია 1825 - ჯერ

სუპერდაძაბული მატჩები, ირვინგისა და ტეიტუმის შოუ - NBA-ში გუნდები ყველა წყვილში დაწინაურდნენ (+VIDEO)

NBA-ში პლეი-ოფი გრძელდება და საქმეში მოქმედი ჩემპიონი „მილუოიკი ბაქსიც“ ჩაერთო, რომელმაც „ჩიკაგო ბულსთან“ სერიაში ანგარიში გახსნა და დაწინაურდა.

შეხვედრა დაძაბული იყო, მაგრამ „მილუოკიმ“ იანის ანტეტოკუნმოს შესანიშნავი თამაშის წყალობით გამარჯვება მოახერხა - 93:86. ბერძენმა კალათბურთელმა საკუთარ გუნდს 34 წუთში 27 ქულა, 16 ქულა და 3 მოხსნა შესძინა. „ჩიკაგოში“ 24 ქულით და 17 მოხსნით საუკეთესო ნიკოლა ვუჩევიჩი იყო, თუმცა მონტენეგროელის გარჯამ „ხარები“ მარცხისგან ვერ იხსნა.

სერიაში წინ გავიდა „ფინიქს სანსიც“, რომელმაც შინ „ნიუ ორლეან პელიკანსი“ 110:99 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში „ფინიქსი“ პირველი ტაიმის შემდეგ 19 ქულით იგებდა, ამდენად ბრძოლა ნაკლებად იყო, მიუხედავად იმისა, რომ „ნიუ ორლეანმა“ მესამე პერიოდში სხვაობის 8 ქულამდე შემცირება მოახერხა.

„ფინიქსს“ კრის პოლმა და დევინ ბუკერმა ულიდერეს. პირველმა მათგანმა 30 ქულა ჩააგდო და მათ შორის 19 ბოლო მეოთხედში დააგროვა. მან ამ მონაგარს 7 მოხსნა და 10 პასიც მიამატა და ორმაგი დუბლიც გაიფორმა. გეტყვით, რომ ეს კრისის 130-ე პლეი-ოფიც მატჩი იყო, თუმცა მას ჩემპიონობა არასოდეს უზეიმია. ყველაზე ახლოს კი გასულ სეზონში იყო, როდესაც „ბაქსთან“ 6 მატჩში 4:2 დამარცხდა. გარდა ამისა პოლი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ყველაზე ასაკოვანი მოთამაშეა, რომელმაც პლეი ოფში 30 ქულასთან 10 მოხსნა მიითვალა. რაც შეეხება ბუკერს, მან 25 ქულა, 5 მოხსნა და 8 პასი გამოიმუშავა. „ნიუ ორლეანში“ საუკეთესო სი ჯეი მაკკოლუმი იყო - 25 ქულა, 8 მოხსნა, 6 პასი.

სუპერდაძაბული გამოდგა „ბოსტონ სელტიქსისა“ და „ბრუკლინ ნეტსის“ შეხვედრა, რომელიც მასპინძლებმა ბოლო წამზე 115:114 მოიგეს. არადა, „ბრუკლინში“ ფანტასტიკური თამაში ჰქონდა კაირი ირვინგს, რომელმაც 39 ქულა(!), 5 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. მან 18 ქულა ბოლო მეოთხედში გამოიმუშავა. ირვინგის შემთხვევაში საქმეს ისიც ამძაფრებდა, რომ 30 წლის ამერიკელი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაშობდა, იმ გუნდის, საიდანაც წამოსვლა სკანდალური გამოდგა. მას თანაგუნდელებმა მხარი სათანადოდ ვერ აუბეს და გამარჯვებამდე მცირედი დააკლდა. 23 ქულიანი მატჩი ჰქონდა სუპერვარსკვლავ კევინ დურანტს, თუმცა მან ძალიან ბევრი სროლა გააფუჭა. მისი 24 სროლიდან ზუსტი მხოლოდ 9 იყო, ამან კი საბოლოო შედეგზეც იმოქმედა. სამაგიეროდ, „ბოსტონში“ ჯეისონ ტეიტუმმა 31 ქულა და ჯეილენ ბრაუნმა 23 ქულა მიითვალა. თანაც ტეიტუმმა ე.წ. ბაზერი ჩააგდო და "ბოსტონმა" სერიაში უპირატესობა მოიპოვა.

კიდევ ერთ შეხვედრაში „მაიამი ჰიტმა“ შინ „ატლანტა ჰაუქსი“ 115:91 დაამარცხა და სერიაში დაწინაურდა. გამარჯვებული გუნდიდან დუნკან რობინსონს 27 ქულა და 1 მოხსნა ჰქონდა და ეს დღე მისთვის რეკორდული გამოდგა. საქმე იმაშია, რომ რობინსონი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და ფრენჩაიზის პლეი-ოფის რეკორდი დაამყარა. მან 9-დან რვა სამქულიანი ჩააგდო. აქამდე ეს მიღწევა დეიმონ ჯონსს და მაიკ მილერს ეკუთვნოდათ, რომელთა ანგარიშზეც 7 სამქულიანი იყო. ჯიმი ბატლერს კი 21 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი ჰქონდა, „ატლანტადან კი დანილო გალინარი გამოირჩა. 27 წლის იტალიელმა საკუთარ გუნდს 17 ქულა და 5 მოხსნა მოუტანა.

მომდევნო შეხვედრები 19 აპრილს გაიმართება. უფრო კონკრეტულად კი „ფილადელფია“ „ტორონტოს“, „დალასი“ „იუტას“ და „გოლდენ სტეიტი“ „დენვერს“ შეხვდება.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:49 | 05.08.2019
alfadhirhaiti (7530)

მერე? ამით ახლა უარყოფითად წარმოაჩინეთ რუსული მხარე მოკლე ჭკუით თუ რას აკეთებთ მსგავსი სტატიებით? არ ვიცი ეს ზენიტის რომელი ჯგუფი იყო, მაგრამ დავნაძლევდები, რო რუსული პოლიტიკის მოწინააღმდეგეები იქნებიან, რადგან თვითონ პუტინია ჩვეულებრივი იმპერიალისტი, რაც თავისთავად იმპერიალიზმის გამოვლინებაა, მაგრამ ამას რუსთავი ორში და მსგავს სიქიმვიზიებში და გამოცემებში არ გამოგიქვეყნებენ. ეს კლუბი მათია და მათივე გადასაწყვეტი უნდა იყოს ვის ათამაშებენ და ვის არა, ლოგიკური უნდა იყოს წესით.

20:51 | 05.08.2019
alfadhirhaiti (7530)

გლობალიზმი უნდა დამეწერა იქ*

20:58 | 05.08.2019
alfadhirhaiti (7530)

ხოლო სტადიონზე თუ გადაუხტებიან და ცემენ შე შავოო, ეგ სხვა ამბავია და გასაგები იქნება სანქცია ამ შემთხვევაში.

16:43 | 05.08.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

დისკვალიფიკაცია ეგრევე ამ ყ ეებს მალკომიც ცალკე ყ ეა ზენიტის გარდა უკეთესი გუნდი რო ვერ მონახა

15:22 | 05.08.2019
salazar (1835)

ჯერ ყენოს გამარჯობა არ უთხრეს ვარჯიშზე რო მივიდა.
მერე ოქრის სულ შავტ.აკა ეძახეს.

დიდი ხანია ვიცით ამათი ამბავი.

15:21 | 05.08.2019
salazar (1835)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

14:50 | 05.08.2019
Euro2020 (114)

აღიარებაც რო არ უნდათ რო რასისტი ყ.. არიან)) რა დავუშავეთ ღმერთს რო ესენი არიან ჩვენი მეზობლები:/

14:20 | 05.08.2019
KoRBeN DaLLaS (24842)

ჰოდა ამ თქვენი "ტრადიციის" გამო რომ ევროთასებიდან რამდენიმე წლით გაგაჯმევინონ, კი იქნებით ღირსები
უეფამ უნდა მიაქციოს ყურადღება ამ საკითხს.

0.06779
1825