სხვა

10:28 | 18.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

პარიზი-რუბე „ინეოს გრენადერსის“ ვან ბაარლემ მოიგო

სულ რაღაც ექვსი თვის წინათ, ჰოლანდიელმა დილან ვან ბაარლემ ერთდღიანი რბოლა „ქვინ ოფ კლასიკსი“ დროითი ლიმიტის მიღმა დაასრულა. დღეს კი მან პარიზი-რუბეს ურთულესი რბოლა მოიგო.

29 წლის ვან ბაარლემ (ინეოს გრენადერსი), ვინც ორი კვირის წინათ, ფლანდრიის ტური მეორე ადგილზე დაასრულა, ფინიშამდე 19 კილომეტრით ადრე, ქვაფენილიან სექტორზე, გადამწყვეტი შეტევა დაიწყო, რა დროსაც მისმა საშუალო სიჩქარემ 45.79 კმ/სთ-ს მიაღწია. მის შეტევას ვერავინ უპასუხა და ვან ბაარლემ ფინიშის ხაზი პირველმა გადაკვეთა.

გამარჯვებულს წუთით და 47 წამით ჩამორჩა ბელგიელი ვუტ ვან აერტი, ვისაც ორი კვირა კორონავირუსის გამო გაუცდა. საფინიშო სპრინტში, რომელიც რუბეს ველოდრომზე გაიმართა, მან შვეიცარიელი შტეფან კუენგი (გრუპამა-FDJ) ჩამოიტოვა.

„საკუთარ თვალებს ვერ ვუჯერებდი, როდესაც ველოდრომზე შევედი. მეორე მხარეს გავიხედე, რათა დამენახა, სხვები ახლოს თუ იყვნენ. მაგრამ იქ მხოლოდ მე ვიყავი. ველოდრომზე პირველი ადრე არასდროს ვყოფილვარ. გასულ სეზონში, დროით ლიმიტშიც კი ვერ ჩავეტიე, მაგრამ ამჯერად სულ სხვა რბოლა მქონდა“, - განაცხადა ვან ბაარლემ.

მხოლოდ მეცხრე ადგილს დასჯერდა ფავორიტი, ჰოლანდიელი მატიო ვან დერ პოელი, ვინც გამარჯვებულს ორ წუთზე მეტით ჩამორჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118384