ფეხბურთი

0:50 | 18.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკი ნაგელსმანის მუშაობის მეთოდებით უკმაყოფილოა

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი არა მარტო გულშემატკივრების, არამედ ფეხბურთელების კრიტიკის ობიექტი გახდა.

გერმანული მედიის ცნობით, გუნდის ორმა ლიდერმა ნაგელსმანი არაერთხელ გააკრიტიკეს ახალგაზრდა ფეხბურთელების მუშაობის მეთოდებისა და ტაქტიკის გამო.

როგორც ცნობილი გახდა, ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელიც ნაგელსმანით უკმაყოფილოა და კრიტიკა გამოხატა, „ბაიერნის“ მთავარი ვარსკვლავი რობერტ ლევანდოვსკია. მეორე მოთამაშის ვინაობა კი უცნობია.

შეგახსენებთ, „ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგასა და გერმანიის თასს ნაადრევად გამოეთიშა, ხოლო ბუნდესლიგას დამაჯერებლად ლიდერობს და ჩემპიონობის მოპოვება დიდი ალბათობით არ გაუჭირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117336