ფეხბურთი

18:00 | 17.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

50 გოლი 22 წლის ასაკში: ვლაჰოვიჩი მხოლოდ პატოს ჩამორჩება

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა დუშან ვლაჰოვიჩმა სერია A-ში 50-ე გოლი შაბათს, „ბოლონიასთან“ გაიტანა და თავისი გუნდი მარცხისგან იხსნა (1:1).

Opta-ს ინფორმაციით, სერბი ფორვარდი სერია A-ს ისტორიაში ლეგიონერთა შორის რიგით მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც 50 გოლის გატანა მოახერხა. ვლაჰოვიჩმა ამის გაკეთება 22 წლისა და 78 დღის ასაკში შეძლო.

უკეთესი შედეგი მხოლოდ ბრაზილიელ ალეშანდრე პატოს აქვს, რომელმაც 2011 წელს, 21 წლისა და 220 დღის ასაკში შეძლო სერია A-ში 50 გოლის გატანა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვლაჰოვიჩს ამ შედეგის მისაღწევად მხოლოდ 108 თამაშის ჩატარება დასჭირდა. სერბი „იუვენტუსს“ იანვარში შეუერთდა და დღემდე ყველა ტურნირზე ჩატარებულ 14 მატჩში 7 გოლი გაიტანა.

0.520815