ფეხბურთი

15:00 | 17.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

რანგნიკი: "რონალდუს შესახებ გადაწყვეტილება ახალმა მწვრთნელმა უნდა მიიღოს"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა კრიშტიანუ რონალდუს მომავალზე კომენტარი გააკეთა. როგორც გერმანელმა აღნიშნა, ამის შესახებ გადაწყვეტილება „წითელი ეშმაკების“ ახალმა მწვრთნელმა უნდა მიიღოს.

„ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. კრიშტიანუს კლუბთან კონტრაქტი კიდევ ერთი წელი აქვს. ეს გადაწყვეტილება ახალმა მთავარმა მწვრთნელმა დირექტორთა საბჭოსთან ერთად უნდა მიიღოს“, - თქვა რანგნიკმა.

შეგახსენებთ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალი მთავარი მწვრთნელი დიდი ალბათობით, ერიკ ტენ ჰაგი იქნება.

მიმდინარე სეზონში კრიშტიანუ რონალდუმ 35 მატჩი ჩაატარა, 21 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115061