ტალინში მიმდინარე მოციგურავეთა ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე მედლების მეორე კომპლექტი ვაჟთა ერთეულებში გათამაშდა.
ტალინურ ყინულზე თავისუფალი პროგრამით დაასრულა გამოსვლა 14 წლის კონსტანტინე სუპატაშვილმა. მსოფლიო ჩემპიონატის დებიუტანტმა, რომელმაც ორი დღით ადრე მოკლე პროგრამა 21-შედეგით დაასრულა, დღეს თავისუფალში გამოსვლისას 110.28 ქულა მიიღო და მე-20 საფეხურზე გავიდა, ორივე პროგრამის ჯამში კი 169.66 ქულა დაუგროვდა და ჩემპიონატი 22-ე ადგილზე დაასრულა.
ხვალ, ჩემპიონატის დასკვნით დღეს სპორტულ ცეკვებში თავისუფალ პროგრამას შეასრულებს იულია ლებედევა-ბითაძისა და დიმიტრი პარხომენკოს წყვილი.
GEONOC.ORG.GE







