პრემიერლიგის 33-ე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ნორვიჩს“ 3:2 მოუგო. მანჩესტერელთა დიდვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ ჰეთ-თრიქი შეასრულა. მატჩის შემდეგ კი სოციალურ ქსელში დაწერა:
„ძალიან მიხარია, რომ გავიმარჯვეთ და პრემიერლიგაში სწორ გზაზე დავბრუნდით. ადრეც მითქვამს, ინდივიდუალურ წარმატებას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ გუნდიც იგებს. მე-60 ჰეთ-თრიქი ჩემს კარიერაში (50-ე საკლუბო კარიერაში) ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ მისი წყალობით სამი ქულა მოვიპოვეთ.
სამუშაო კარგად შევასრულეთ. ბიჭები ბოლომდე დაიხარჯნენ. ასეა, ჩვენ არ ვნებდებით, ბოლომდე ვიბრძვით.“ - წერს კრიშტიანუ.