ინგლისის ასოციაციის თასის ნახევარფინალში „ლივერპულთან“ წაგების შემდეგ (2:3), „მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.
„ურთულესი პირველი ტაიმის შემდეგ, მთელი ძალები დავხარჯეთ ვითარების გამოსასწორებლად. „ლივერპული“ ძალიან ძლიერია სტანდარტული მდგომარეობისას. ეს პირვლმა გოლმაც დაამტკიცა. მეორე ბურთი კი შემთხვევით გავიდა.
ძნელია სამბურთიანი ჩამორჩენის შემდეგ თამაშში დაბრუნება. მაგრამ ჩემმა ფეხბურთელებმა შესანიშნავი მეორე ტაიმი ჩაატარეს.“ - ციტირებს ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს „სიტის“ პრესსამსახური.