ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე ბელინცონას ტურნირის ფინალში გავიდა, სადაც ის პირველ ნომრადაა განთესილი.
ეკომ ნახევარფინალში ბოსნიელი დეა ჰერდზელასი საკმაოდ იოლად, ორ სეტში, 7:5, 6:1 დაამარცხა. შეხვედრა საათისა და 20 წუთის განმავლობაში გაგრძელდა და ბრძოლა მხოლოდ პირველ სეტში იყო.
ფინალში გორგოძე 17 აპრილს, ანა ბლინკოვასა და რალუცა სერბანის წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.