ავტოსპორტი

3:13 | 16.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ფერარი“ მაიამის რბოლისთვის ძალურ დანადგარს განაახლებს

მიმდინარე სეზონიდან, ფორმულა 1-ში ძალური დანადგარების განახლების პროცესი გაიყინება და ასე 2026 წლამდე გაგრძელდება. ამის შემდეგ, ახალი რეგლამენტი შევა ძალაში. ამ პერიოდში, ყველა გუნდს იმავე ძრავით სარგებლობა მოუწევს, როგორიც ახლა აქვს. გამონაკლისია მხოლოდ კინეტიკური ენერგიის აღდგენის სისტემა, რომლის სრულყოფა, მიმდინარე წლის სექტემბრამდე შეიძლება.

გამოცემა „მოტორსპორტის“ იტალიური რედაქციის ინფორმაციით, „ფერარი“ სექტემბრამდე მოცდას არ აპირებს. იტალიურ გუნდს უკვე შემუშავებული აქვს ძალური დანადგარის განახლებული ვარიანტი, რომელმაც გამოცდის ყველა ეტაპიც გაიარა და მზადაა იმისთვის, რომ რბოლებში გამოიყენონ. იმავე გამოცემის ინფორმაციით, მარანელოელები ახალ აგრეგატს უკვე ესპანეთში, ან უფრო ადრე, მაიამის რბოლის დროს გამოიყენებენ.

„ფერარი“ იმედოვნებს, რომ ახალი აგრეგატის წყალობით, მანქანის სიჩქარე მოიმატებს, რაც გუნდს მეტოქეებთან უპირატესობის გაზრდაში დაეხმარება. რეგლამენტის შესაბამისად, „ფერარის“ თითო მანქანაზე, სეზონის განმავლობაში მხოლოდ სამი ძალური დანადგარის გამოყენების უფლება აქვს. ყოველ გადამეტებაზე, პილოტებს სტარტზე ადგილების დათმობა მოუწევთ.

თუმცა ამის მიუხედავად, გუნდი შეგნებულად აპირებს ლიმიტის გადამეტებას. საქმე ისაა, რომ რაც უფრო მეტ მანძილს გადის, შიდაწვის ძრავის და ძალური დანადგარის სხვა ელემენტების რესურსი კლებულობს. შესაბამისად, იზრდბა იმის შანსი, რომ აგრეგატის გამო, რომელიმე პილოტი (ან ორივე) ერთ ან ორ რბოლას ვერ დაასრულებს. ანუ, იმ რბოლაში ქულას ვერ მიიღებს.

ამიტომ, გუნდი არ დაელოდება აგრეგატების რესურსის ლიმიტამდე მიყვანას და სტარტზე ადგილების შეგნებულად დათმობის სანაცვლოდ, რბოლიდან გამოთიშვის ალბათობას მინიმუმამდე შეამცირებს. გასული სეზონის მიწურულს, სწორედ ასე მოიქცა „მერსედესი“, რომელმაც ბოლო რბოლებში, შიდაწვის ძრავი მაქსიმალური დატვირთვით ამუშავა და ამის ხარჯზე, ლუის ჰამილტონს, მაქს ფერსტაპენის დაწევაში დაეხმარა.

მაიამის (ან ესპანეთის) ეტაპზე, შარლ ლეკლერს და კარლოს საინსს ძალურ დანადგარებს შეუცვლიან. თუმცა ამის გამო, ლიმიტი ჯერ არ დაირღვევა. გამოცვლილ აგრეგატებს გუნდი თვისუფალი პრაქტიკების დროს გამოიყენებს და ასე დაზოგავს „საბრძოლო“ აგრეგატების რესურსს.

დაკიდევ, „ფერარი“ ახალ აგრეგატებს, თავის კლიენტ გუნდებს - „ალფა რომეოსა“ და „ჰაასსაც“ მიაწვდის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118989