კალათბურთი

0:15 | 16.04.2022 | ნანახია 865 - ჯერ

თორნიკე შენგელია სერია A-ს ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

„ვირტუს ბოლონიას“ ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია იტალიის სერია A-ს ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

შენგელიამ „ტრენტოსთან“ 28 წუთში 19 ქულა, 11 მოხსნა და 5 პასი მიითვალა, რითაც იტალიურ კარიერაში პირველი ორმაგი დუბლი შეასრულა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 26-ს გაუტოლდა.

შედეგად, სერია A-ს ვებგვერდი იტყობინება, რომ ტურის საუკეთესო მოთამაშედ თორნიკე დასახელდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი „ვირტუს ბოლონიას“ ერთი თვის წინ შეუერთდა და გუნდთან კონტრაქტი ზაფხულამდე გააფორმა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:22 | 16.04.2022
ukleba (17336)

თოკო ოღონდ ძმურად აბადოკი მოიხსენი რა

0.124347