ფეხბურთი

23:40 | 15.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია და ჯაბა კანკავა სლოვაკეთის ჩემპიონები გახდნენ

ბრატისლავის „სლოვანი“ სლოვაკეთის ჩემპიონი გახდა. ვლადიმირ ვაისის გუნდი 28-ე ტურში სტუმრად „რუჟემბეროკს“ დაუზავდა (0:0) და მოპოვებული ქულა ჩემპიონობის გასანაღდებლად საკმარისი გამოდგა.

გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს. „სლოვანი“ ისტორიაში მე-16-ედ და ზედიზედ მეოთხედ გახდა სლოვაკეთის ჩემპიონი.

კაშიასთვის და კანკავასთვის კი ცხადია პირველი სლოვაკური ტიტულია, რადგან ბრატისლავურ გუნდს ზაფხულში შეუერთდნენ.

გურამმა მიმდინარე სეზონში 36 თამაშში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ჯაბამ 38 შეხვედრაში 1 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა.

0.127981