ფეხბურთი

21:24 | 15.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნაგელსმანი: "ყოველი თამაშის მერე მოკვლით მემუქრებიან"

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა განაცხადა, რომ და მას და მისი ოჯახის წევრებს მოკვლით ემუქრებიან. გერმანელი სპეციალისტის განცხადებით მუქარის შემცველ მესიჯებს ის არა მარტო წაგებული, არამედ მოგებული მატჩების შემდეგაც იღებს.

„კრიტიკას ყოველთვის ყველა მხრიდან მივიღებ, ეს ნორმალურია და შემიძლია ამას გავუმკლავდე. მაგრამ ინსტაგრამზე მოკვლის მუქარის 450 მესიჯი მივიღე, რაც არც ისე ადვილია.

თუ ხალხს ჩემი მოკვლა უნდა, ეს ერთი საკითხია, მაგრამ ისინი ასევე თავს ესხმიან დედაჩემს, რომელსაც ფეხბურთი არც კი აინტერესებს. არ მესმის, ხალხი ტელევიზორს როგორც კი თიშავს, ავიწყდებათ ყოველგვარი წესიერება და ფიქრობენ, რომ ყოველთვის მართლები არიან და ეს სიგიჟეა. ყოველი თამაშის შემდეგ მემუქრებიან, მიუხედავად იმისა, მოვიგებთ თუ წავაგებთ“, - თქვა ნაგელსმანმა.

შეგახსენებთ, „ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგას მეოთხედფინალში „ვილიარეალთან“ მარცხით გამოეთიშა, მანამდე გერმანიის თასიდანაც გავარდა და მიმდინარე სეზონში მხოლოდ ბუნდესლიგის მოგება შეუძლია, რომელსაც ფინიშამდე 5 ტურით ადრე 9 ქულით ლიდერობს.

0.114529