ფეხბურთი

11:10 | 15.04.2022 | ნანახია NaN - ჯერ

ტენ ჰაგი "მანჩესტერში" შესაძლოა მომდევნო კვირაში წარადგინონ

ერიკ ტენ ჰაგი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ძალიან ახლოსაა და მხარეებმა პრაქტიკულად ყველა დეტალზე შეთანხმებას მიაღწიეს.

ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო წერს, რომ მომდევნო კვირაში შესაძლოა ნიდერლანდელი სპეციალისტი ინგლისური კლუბის მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად წარადგინონ. კონტრაქტის დეტალები უცნობია.

ტენ ჰაგი ამჟამად „აიაქსის“ მთავარი მწვრთნელია და „მანჩესტერში“ ის რალფ რანგნიკს შეცვლის, რომელიც სეზონის ბოლოს კლუბის მენეჯმენტში გადაინაცვლებს.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერი“ პრემიერლიგის დასრულებამდე 7 ტურით ადრე 51 ქულით მეშვიდე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად იბრძვის.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:03 | 14.03.2021
dinamo222 (8587)

საგოლე პასი სადაა ?

17:22 | 14.03.2021
KoRBeN DaLLaS (24842)

რუბინი ამ ეტაპზე საუკეთესო გუნდი მგონია რუსეთში.
აფსუს, ცოტა ადრე რომ მოემატებინათ, იქნებ საჩემპიონო ბრძოლაში ყოფილიყვნენ დღეს.
შემდეგ ტურში ხიმკის იღებენ. საკმაოდ კერკეტი გუნდია, მაგრამ მაგათაც მოინელებს სლუცკის რაზმი ))

0.066421