ფეხბურთი

1:20 | 15.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლო ძანიოლოს შოუ: კონფერენს ლიგის ნახევარფინალისტები გაირკვა

კონფერენს ლიგაზე მეოთხედფინალური ეტაპი დასრულდა და ყველა ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვა.

„რომამ“ ნორვეგიულ „ბოდო გლიმტთან“ მიმდინარე სეზონში მეოთხედ ითამაშა. ჯერ იყო და ჯგუფურ ეტაპზე სტუმრად 1:6 შერცხვა, მერე შინ მხოლოდ ფრეს დასჯერდა (2:2), ხოლო ერთი კვირის წინ ნორვეგიაში კიდევ ერთხელ წააგო (1:2). თუმცა, ამჯერად ჟოზე მოურინიოს გუნდმა შეცდომა აღარ დაუშვა და 4:0 იმარჯვა, შედეგად, ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. სუპერ თამაში ჰქონდა ნიკოლო ძანიოლოს, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა და საკუთარ გუნდს ნახევარფინალში გაუძღვა.

„რომას“ მეტოქე „ლესტერ სიტი“ იქნება, რომელიც პსვ ეინდჰოვენთან სტუმრად 77-ე წუთამდე აგებდა, მაგრამ 11-წუთიან ინტერვალში ორჯერ გაიტანა, 2:1 მოიგო და ვინაიდან პირველი თამაში უგოლოდ იყო დასრულებული, ნახევარფინალში „მელიები“ გავიდნენ.

„მარსელმა“ სალონიკის პაოკ-ს მეორე თამაშიც მოუგო, ამჯერზე დიმიტრი პაიეს ერთადერთი გოლით და ნახევარფინალში იოლად გავიდა. როტერდამის „ფეიენოორდმა“ კი პრაღაში, „სლავიას“ 3:1 აჯობა, ორი მატჩის ჯამში 6:4 იმარჯვა და ნახევარფინალში სწორედ ნიდერლანდური და ფრანგული კლუბები გაარკვევენ ურთიერთობას.

0.127513