ფეხბურთი

17:13 | 14.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" დირექტორი: "ხვიჩა კვარაცხელია ჩვენს კლუბს ყველა პარამეტრით შეესაბამება"

იტალიური „ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოს არიან.

იტალიური კლუბის დირექტორმა ქართველი ფეხბურთელის მიმართ ინტერესი საჯაროდ პირველად დაადასტურა. მან Radio Kiss Kiss Napoli-ის უთხრა, რომ ხვიჩას „ნაპოლიში“ სათამაშოდ შესაბამისი პარამეტრები აქვს ყველა კუთხით.

„ინსინიეს შემცვლელი კვარაცხელია იქნება? ვთქვათ, რომ ის არის ბიჭი, რომელსაც დიდი ხანია თვალს ვადევნებთ. ვეცდებით, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ის „ნაპოლიში“ მოვიყვანოთ. ტრანსფერამდე ცოტა გვრჩება, ცოტა დროა საჭირო, უნდა მოვიცადოთ. სატრანსფერო ბაზარზე რაღაცები უნდა მომწიფდეს და ვიმედოვნებთ, რომ სწორი მიმართულებით მომწიფდება. ის ჩვენს სატრანსფერო სიაში ერთ-ერთი პირველი მოთამაშეა, მას აქვს შესაბამისი პარამეტრები „ნაპოლიში“ სათამაშოდ: ტექნიკური, ეკონომიკური, ფიზიკური და მენტალური. ჩვენ აუცილებლად ვეცდებით, რომ ის შევიძინოთ“, - თქვა ჯუნტოლიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიური მედიის ცნობით, ტრანსფერი შეთანხმებულია და 1 ივლისს „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას 5-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.132926