„ბარსელონას“ თავდამსხმელი, მემფის დეპაი, ევროპა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩის განაცხადში მოხვდა „აინტრახტის“ წინააღმდეგ.
ნიდერლანდელმა გერმანულ კლუბთან პირველი მატჩი გამოტოვა, არ იყო ესპანეთის ჩემპიონატის 31-ე ტურში „ლევანტესთანაც“ (3:2) შეხვედრაში. მას ბარძაყის ტრავმა აწუხებდა.
„ბარსელონა“ – „აინტრახტის“ მატჩი დღეს, 14 აპრილს გაიმართება „კამპ ნოუზე“ და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.
მიმდინარე სეზონში დეპაიმ კატალონიური კლუბის მაისურით 30 მატჩი გამართა, 10 ბურთი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.