ფეხბურთი

10:52 | 14.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

მილნერი ბექემის რეკორდს მიუახლოვდა

„ბენფიკასთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ (3:3), „ლივერპულის“ ნახევარმცველი, ჯეიმს მილნრი, თანამემამულე დევიდ ბექემის რეკორდს მიუახლოვდა.

პორტალ OptaJoe-ს ცნობით, 36 წლის და 99 დღის მილნერი, მეორე ყველაზე ასაკოვანი ინგლისელი ფეხბურთელი გახდა, ვისაც ამ ტურნირში უთამაშია. რეკორდი კი ბექემს ეკუთვნის, რომელიც 2013 წლის აპრილში „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში „ბარსელონას“ წინააღმდეგ, მინდორზე 37 წლის და 335 დღისა გავიდა.

0.11421