ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში, „ლივერპულის“ წინააღმდეგ (3:3), „ბენფიკას“ შემტევმა, დარვინ ნუნიესმა, 82-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში. ამისდაკვალად, ის „ბენფიკას“ ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ტურნირის ერთ გათამაშებაში ექვსი გოლი გაიტანა.
მანამდე საუკეთესო მაჩვენებლი ნუნუ გომეშს ჰქონდა, რომელმაც 1998-99 წლების სეზონში ხუთჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.
შეგახსენებთ, ორი მატჩის ჯამში „ლივერპულმა“ 6:4 მოიგო და ნახევარფინალში „ვილიარეალს“ დაუპირისპირდება.