მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩის (0:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც არგენტინელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ფეხბურთში მთავარი გამარჯვებაა და ამაყობს მისი გუნდით.
„ტაში ხალხს დავუკარი, რადგან ისინი აფასებენ იმ პასუხისმგებლობას, რომლითაც გუნდმა ითამაშა. გულშემატკივრები წარმოუდგენლად იყვნენ თამაშში ჩართული. მოედანზე არსებობს მსაჯი, რომელმაც წესებით უნდა იხელმძღვანელოს. ვულოცავ მეტოქეს, რომელმაც შესანიშნავად ითამაშა, მათ სამართლიანად მოიგეს ნახევარფინალი, რადგან ჩვენზე მეტი გოლი გაიტანეს.
სათამაშო სტილი? ვამაყობთ იმით, როგორებიც ვართ. ვიცით ბრძოლა. ტურნირს გამოვეთიშეთ და ეს მტკივნეულია, მაგრამ ის მომწონს, რომ მოგებული გუნდი ზეიმობს, როცა კარგად თამაშობს და გამარჯვებას მაშინაც ზეიმობს, როცა ნაკლებად კარგად ითამაშა. ეს გვიჩვენებს, რომ საბოლოო ჯამში ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებაა“, - თქვა სიმეონემ.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის „ატლეტიკო“ „მანჩესტერ სიტისთან“ ორი მატჩის ჯამში 0:1 დამარცხდა.