ფეხბურთი

21:23 | 13.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: "ჩემპიონთა ლიგამ დაადასტურა, რომ ესპანური ფეხბურთი მწვერვალზეა"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ ფრანკფურტის „აინტრახტთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. ესპანელმა სპეციალისტმა თავის გუნდზეც ისაუბრა, რობერტ ლევანდოვსკისა და ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონზეც.

„ევროპა ლიგის ნახევარფინალში გასვლა წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ეს არ იყო სეზონის წინ ჩვენი მიზანი, მაგრამ გარემოებები გვაიძულებენ ამას შევეგუოთ. გუნდი ძალიან მოტივირებულია და სურს, რომ მაღალ დონეს დაუბრუნდეს, ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ვიბრძოლოთ. ჩემპიონთა ლიგაზე რას ვფიქრობ? ორი ესპანური გუნდი ნახევარფინალშია და ერთი კიდევ დღეს ითამაშებს. ეს კარგი მიღწევაა, ჩვენი ფეხბურთი სათავეშია.

ვუყურე თამაშებს, ფეხბურთის მოყვარული ვარ. ჩვენი მიზანია მომდევნო სეზონში სწორედ ამ გუნდებთან კონკურენციაა. „ვილიარეალი“ შესანიშნავი გუნდია, ჩვენ ის დავამარცხეთ. „რეალი“? ვულოცავ, დიდი მეტოქეები ვართ, მათ ევროპული დნმ აქვთ, მაგრამ „ბარსელონა“ სხვა ამბავია.

ლევანდოვსკის ტრანსფერი? გასაგებია შეკითხვა, მაგრამ არ არის იმის დრო, რომ მასზე და სატრანსფერო ბაზარზე ვისაუბრო. ის სუპერ მოთამაშეა, რომელმაც პატივს ვცემთ და ვფიქრობთ, რომ შესანიშნავია. ჩვენ ხვალინდელ თამაშზე ვართ კონცენტრირებული“, - თქვა ჩავიმ.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონასა“ და „აინტრახტის“ მატჩი 14 აპრილს გაიმართება, პირველი შეხვედრა გერმანიაში ფრედ 1:1 დასრულდა.

0.141915