ფეხბურთი

20:26 | 13.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ზურიკო დავითაშვილი "დინამო ბათუმის" ფეხბურთელია

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „დინამო ბათუმმა“ ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

ქართველმა ფეხბურთელმა ტულის „არსენალთან“ კონტრაქტი რამდენიმე დღის წინ გაწყვიტა, მას მერე ბათუმელებთან ერთად ვარჯიშობდა, ახლა კი ხელშეკრულებაც გააფორმა. მოსალოდნელია, რომ ზურიკოს დებიუტი „თელავთან“ უახლოეს შეხვედრაში შედგება.

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილი 2019 წლიდან რუსეთში თამაშობდა - ყაზანის „რუბინის“, ვოლგოგრადის „როტორისა“ და ტულის „არსენალის“ რიგებში.

21 წლის ფეხბურთელს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 16 მატჩი აქვს ჩატარებული და 2 გოლი გაიტანა.

0.114014