ფეხბურთი

11:38 | 13.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ემერი: "ბაიერნს" არ მივეცით საშუალება თავისი ფეხბურთი ეთამაშა"

ესპანური „ვილიარეალის“ მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ „ბაიერნთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, სჯერათ, რომ წარმატების მიღწევა შეუძლიათ და „ბაიერნს“ მაქსიმუმის გაკეთების საშუალება არ მისცეს.

„წელს მათ „ბენფიკას“ 5:0 მოუგეს, მანამდე „ბარსელონას“ და „ზალცბურგს“ 7:1, ისინი ყოველთვის ბოლომდე იხარჯებიან. ჩვენ ვცდილობდით, რომ მათ ამის საშუალება არ ჰქონოდათ და ეს კარგად გავაკეთეთ. „ვილიარეალს“ შეუძლია ტურნირის მოგება? ჩვენ გვჯერა ჩვენი გზის, რომელსაც გავდივართ. ის, რაც მოურინიომ „პორტუსთან“ ერთად გააკეთა, რაღაც შთამბეჭდავია, ახლა კი ნახევარფინალში გასვლით ძალიან ბედნიერები ვართ“, - თქვა ემერიმ.

შეგახსენებთ, რომ „ვილიარეალი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ისტორიაში მეორედ გავიდა (პირველად 2005-2006 წლების სეზონში), მისი მეტოქე კი „ლივერპულისა“ და „ბენფიკას“ წყვილში გაირკვევა.

0.14224