ფეხბურთი

20:46 | 12.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ჰამბურგში" გიორგი ჩაკვეტაძის გამოსყიდვის საკითხი ღიაა

გერმანულ „ჰამბურგში“ გიორგი ჩაკვეტაძის მომავალი ჯერ გაურკვეველია. ქართველ ფეხბურთელს საიჯარო კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და კლუბის მისი გამოსყიდვის ვალდებულება/უფლება არ აქვს.

თუმცა, გერმანული მედია წერს, რომ ჩაკვეტაძის საკითხი ღიაა და „ჰამბურგში“ არ გამორიცხავენ, რომ ქართველი ნახევარმცველის შენარჩუნებაზე მუშაობა დაიწყონ. აღსანიშნავია, რომ გიორგის „გენტთან“ ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, შესაბამისად, ბელგიელები მის გაყიდვას მიმდინარე სეზონის შემდეგ ეცდებიან.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის ფეხბურთელმა „ჰამბურგის“ რიგებში მიმდინარე სეზონში 10 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.

0.115226