„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარულმა კაპიტანმა როი კინმა მოჰამედ სალაჰს რჩევა მისცა. როგორც ირლანდიელმა აღნიშნა, თუ სალაჰი „ლივერპულს“ დატოვებს, კარიერა ესპანეთში უნდა გააგრძელოს.
„ლივერპულს“ თუ დატოვებს, ჩემი აზრით, ესპანურ გრანდში ძალიან კარგად ითამაშებს და მისი მომავლისთვის საუკეთესო არჩევანი იქნება“, - თქვა კინმა.
შეგახსენებთ, რომ მოჰამედ სალაჰს „ლივერპულთან“ კონტრაქტი 2023 წელს ეწურება, რომლის განახლებაზე მხარეები დღემდე ვერ შეთანხმდნენ. ამიტომ, დიდი შანსია, რომ აფრიკელმა თავდამსხმელმა მერსისაიდული კლუბი მიმდინარე სეზონის შემდეგ დატოვოს.