კალათბურთი

1:14 | 11.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 10 ქულა და "ვირტუსის" გამარჯვება მთავარ კონკურენტთან

იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში ჩემპიონობის მთავარი მაძიებლები „ვირტუს ბოლონია“ და „ოლიმპია მილანო“ დაუპირისპირდნენ. თორნიკე შენგელიას გუნდმა უშუალო კონკურენტთან უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და ერთპიროვნულად გალიდერდა - 83:65.

ქართველმა კალათბურთელმა 27 წუთში 10 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა. თორნიკემ 6-დან 2 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი კი ააცილა.

ამ გამარჯვებით „ვირტუსმა“ ლიდერობა გაიმყარა, რადგან 21 მოგება და 3 წაგება, მაშინ, როცა „ოლიმპია მილანოს“ ბალანსი 19 გამარჯვება და 5 მარცხია. ბოლონიელები მომდევნო ტურში 13 აპრილს, „ტრენტოს“ დაუპირისპირდებიან.

0.119977