უნგრეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში ბრწყინვალე თამაში ჩაატარეს გიორგი ბერიძემ და ბუდუ ზივზივაძემ. „უიპეშტმა“ სტუმრად „პაკში“ 3:1 რომ დაამარცხა, პირადად ქართველი ფეხბურთელების დამსახურებაა.
„უიპეშტი“ აგებდა, თუმცა 37-ე წუთზე ზივზივაძის შესანიშნავი ჩაწოდების შემდეგ ბერიძემ თავური დარტყმით გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. მეორე ტაიმის სტარტზე კი მა ფუნქციები გაცვალეს. ბერიძემ იაქტიურა, ჯერ დაარტყა და მეკარემ მოიგერია, მერე მცველს ბურთი წაართვა და ცარიელ კარში ზივზივაძეს გაატანინა. 69-ე წუთზე კი ზივზივაძემ გიორგიმ მეკარეს შეატოვა, რომელმაც ქართველი ფეხბურთელის დარტყმა მოიგერია, მაგრამ ბურთი მცველს მოხვდა და კარში შევარდა - შედეგად ავტოგოლი.
ბუდუ ზივზივაძემ „უიპეშტში“ ჩატარებულ მეშვიდე მატჩში მეშვიდე გოლი გაიტანა, ხოლო გიორგი ბერიძის მონაგარი სეზონში 24 მატჩი და 10 გოლია.
„უიპეშტი“, რომელიც ზივზივაძის ტრანსფერამდე გასავარდნ ზონაში უიმედოდ იყო, ახლა 36 ქულით მეხუთე ადგილზეა და არათუ გავარდნის საფრთხე აღარ ემუქრება, შეუძლია უფრო მოწინავე პოზიციებისთვისაც იბრძოლოს.