ავსტრალიის A ლიგის 23-ე ტურში ბექა მიქელთაძემ საოცარი მატჩი ჩაატარა. ქართველი ფეხბურთელის „ნიუკასლ ჯეტსი“ ბოლოადგილოსან "პერთის" შხვდა და დიდი ანგარიშით 6:1 აჯობა. ჩვენებურის ანგარიშზე კი 3 გოლი იყო.
ჩვენებურის გუნდმა ანგარიში 21-ე წუთზე გახსნა, ზუსტად 10 წუთში კი თავი ბექამაც გამოიჩინა და იმ დროისთვის ანგარიში 2:0 გახადა. დუბლის შესასრილებლად მიქელთაძეს 6 წუთი დასჭირდა და 37-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა სამბურთიანი გახადა.
პირველი ტაიმი 3:0 დასრულდა. მეორე ნახევარში კი საჯარიმოში ინგჰემი წააქციეს და თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, ბურთთან კი სწორედ ქართველი მივიდა და ჰეთ-თრიქოც შეასრულა. აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ ინგჰემის პასით გაიტანა ბექამ მეორე გოლი.
23 ტურის შემდეგ „ნიუკასლ ჯეტსს“ 25 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-9 პოზიციაზე იმყოფება, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მიქელთაძის გუნდს მხოლოდ 20 მატჩი აქვს ჩატარებული. თავად 24 წლის შემტევს კი ავსტრალიურ გუნდში 18 შეხვედრაში 12 გოლი დაუგროვდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია