ფეხბურთი

1:57 | 10.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიური „რეალი“

„რეალმა“ „სუფთად“ მოუგო „ხეტაფეს.“ ეჭვიც არავის შეპარვია მადრიდელთა უპირატესობაში. მასპინძელთა პირველივე „ლაშქრობა“ ბენზემას გოლით დამთავრდა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარეს მიზეზით არ ჩათვალა. შემდგ ვალვერდე ურტყამდა სახიფათოდ შორეულ კუთხეში.

შესვენებამდე გოლი მაინც გავიდა, ბრაზილიური გოლი. ვინისიუსმა ოსტატურად ჩაახვია საჯარომიში და კაზემირომ ვარდნაში თავით გაიტანა, სხვათა შორის „რეალის“ სასტარტოში ხუთი ბრაზილიელი გახლდათ: მარსელო, მილიტაო, კაზემირო, ვინისიუსი და როდიგო.

მეორე ტაიმის შუაში წერტილი ვასკესმა დასვა. „სამეფო კლუბი“ მართლაც შესანიშნავ ფორმაშია და კიდევ უფრო საცნაური გახდა, რომ „ჩელსის“ მათთან ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში წარმატების მიზერული შანსი ექნება.

„რეალი“ 72 ქულით კვლავ დამაჯერებლად ლიდერობს პრიმერას ცხრილს.

„ატლეტიკომ“ კვლავ წააგო „მალიორკასთან.“ აუტსაიდერბში მდგარმა კუნძულელებმა მეორე თამაშიც მოუგეს მიმდინარე სეზონში დიეგო სიმეონეს გუნდს და ვერ ვიტყვით, რომ ეს გამარჯვება შემთხვევითი იყო. სტუმებს თითქმის ხიფათი არ შეუქმნიათ მასპინძლებისთვის. მათი ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი მე-4 წუთზე მოხდა, როცა ლორენტეს სულ ცოტა დააკლდა გასატანად.

კუნძულელებმა კი პენალტის უფლება 68-ე წუთზე მიიღეს, რომელიც ზუსტად დაარტყა კოსოვოელმა ვედატ მურიკიმ.

ამასობაში „ბეტისმა“ სტუმრად მოუგო „კადისს“ (1:2) და მეოთხე ადგილზე მდგარ „ატლეტიკოს“ მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.

ესპანეთი

პრიმერა დივიზიონი

31-ე ტური. 9 აპრილი

რეალი - ხეტაფე 2:0

1:0 კაზემირო (38), 2:0 ვასკესი (68)

მალიორკა - ატლეტიკო 1:0

1:0 მურიკი (68 პენ)

ვილიარეალი -ბილბაო 1:1

0:1 გარსია (43), 1:1 პედრასა (60)

კადისი - ბეტისი 1:2

1:0 ალეხო (58), 1:1 ტელიო (78), 1:2 იგლესიასი (84 პენ)

0.12547