ფეხბურთი

2:09 | 10.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერის" და "იუვენტუსის" მნიშვნელოვანი გამარჯვებები

იტალიის სერია A-ს 32-ე ტურში მოქმედი ჩემპიონი „ინტერი“ საკუთარ მოედანზე „ვერონას“ დაუხვდა და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, რითაც დაადასტურა, რომ საჩემპიონო ბრძოლაში დაბრუნდა.

სიმონე ინძაგის გუნდს ბოლო დროს ცუდი პერიოდი ჰქონდა, მაგრამ როგორც ჩანს, წინა ტურში „იუვენტუსთან“ გამარჯვებამ ახალი მუხტი მისცა. „ნერაძურიმ“ „ვერონას“ ძალიან ადვილად მოუგო, არადა, იგორ ტუდორის გუნდი მიმდინარე სეზონში ხელწამოსაკრავი მეტოქე არავისთვისაა. საწყის ნახევარ საათში ნიკოლო ბარელამ და ედინ ჯეკომ ორჯერ გაიტანეს და „ინტერმა“ 3 ქულა მშვიდად მოიპოვა. შედეგად, „ინტერს“ 66 ქულა გაუხდა და ლიდერ „მილანს“ მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.

„იუვენტუსმა“ წინა ტურში „დიდ იტალიურ დერბიში“ მარცხის შემდეგ რეაბილიტაცია მოახერხა და სტუმრად „კალიარის“ მოუგო და მეოთხე ადგილისთვის ბრძოლაში უპირატესობა შეინარჩუნა. „იუვესთვის“ სარდინიაზე თამაში ცუდად დაიწყო, მეათე წუთზე ჟოაო პედრომ გაიტანა და თავისი გუნდი დააწინაურა, თუმცა, შე,დეგ მასიმილიანო ალეგრის შეგირდები დიდ უპირატესობას ფლობდნენ და გამარჯვება დამსახურებულად მოიპოვეს. პირველი ტაიმის მიწურულს მატიას დე ლიხტმა გაათანაბრა, ხოლო 75-ე წუთზე პაულო დიბალას შესანიშნავი პასი დუშან ვლაჰოვიჩმა გამოიყენა და „იუვენტუსმა“ ამ გამარჯვებით 62 ქულა დააგროვა, შესაბამისად, „რომასთან“ და „ატალანტას“ უპირატესობა შეინარჩუნა.

„ემპოლი“ – „სპეცია“ 0:0 (0:0)

„ინტერი“ – „ვერონა“ 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 ბარელა (22), 2:0 ჯეკო (30)

„კალიარი“ – „იუვენტუსი“ 1:2 (1:1)

გოლები: 1:0 ჟოაო პედრო (10), 1:1 დე ლიხტი (45), 1:2 ვლაჰოვიჩი (75)

თეგებისერია A
0.166135