კალათბურთი

1:20 | 10.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის შესანიშნავი თამაში და MVP-ის ტიტული ლიგა ედენსაში

ესპანეთის ლიგა ენდესას 28-ე ტურში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ „ბრეოგანს“ უმასპინძლა და საკმაოდ ადვილად, 96:78 დაამარცხა.

ქართველმა ცენტრმა შესანიშნავად ითამაშა და მოედანზე საუკეთესო იყო. გიორგიმ 26:18 წუთში 19 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მიითვალა. შერმადინმა 9-დან 6 ორქულიანი და 7-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, შედეგად მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 32-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი იყო და მატჩის MVP გახდა.

„ლენოვო ტენერიფე“ 17 მოგებით და 10 წაგებით სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 14 აპრილს, შინ „ფუენლაბრადასთან“ გამართავს.

0.124471