ფეხბურთი

23:32 | 9.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

გაფუჭებული „ბაიერნი“

ასეთი თამაშით „ბაიერნი“ შორს ვერ წავა...თუმცა, ლამის წასულია და ეგ არის. ისევ 9 ქულით უსწრებს უშუალო მდევარ დორტმუნდის „ბორუსიას“ და ზედიზედ მეთე ტიტულამდეც თითქმის აღარაფერია დარჩენილი.

ეგ არის, თამაში გაუფუჭდა რეკორდმაისტერს. ეს „ვილიარეალთანაც“ გამოჩნდა ჩემპიონთა ლიგაზე და ამჯერადაც. რომ არა თერთმეტმეტრიანი, რომლებსაც ლევანდოვსკი უშეცდომოდ ურტყამს, ეგებ ნაგელსმანის ბიჭებს ქულებიც დაეკარგათ. წინ კი კერკეტ ესპანელებთან საპასუხო მატჩია.

„ვოლფსბურგმა“ მაჩანჩალა „არმინიას“ აჯობა, „კიოლნმა“ მეზობელ „მაინცს.“ აუტსაიდერმა „ფიურტმა“ „გლადბახს“ შინ ვერაფერი მოუხერხა.

„ჰერტა“ კი ბოლო10 მატჩში მერვედ დამარცხდა, თანაც როგორ: 1:4 „უნიონთან,“ მანამდე - 1:4 „აინტრახტთან,“ 1:6 „ლაიპციგტან,“ 1:4 „ბაიერნთან,“ წვრილი ანგარიშით წაგებებს აღარ ვთვლით. ვერც ლეგენდარული ფელიქს მაგათი შველით, რომელიც მარტიდან თავკაცობს ბერლინელებს. ბოლოსწინა ადგილზე დგანან.

გერმანია

ბუნდესლიგა

29-ე ტური. 9 აპრილი

ბაიერნი - აუგსბურგი 1:0

1:0 ლევანდოვსკი (82 პენ)

ვოლფსბურგი - არმინია 4:0

1:0, 2:0 ნმეჩა (11, 38), 3:0 არნოლდი (48), 4:0 კრუზე (53)

ფიურტი - გლადბახი 0:2

0:1 ტიურამი (18), 0:2 პლეა (24 პენ)

კიოლნი - მაინცი 3:2

0:1 ბურკარდტი (14), 0:2 ონისივო (55), 1:2 სხირი (60), 2:2 ლიუბიჩიჩი (78), 3:2 კილიანი (82)

ჰერტა - უნიონი 1:4

0:1 ჰარაგუტი (31), 1:1 ბაუმგარტლი (49 პენ), 1:2 პრიომელი (53), 1:3 ბეკერი (74), 1:4 მიხელი (85)

0.134207