ფეხბურთი

23:12 | 9.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა დიდი მატჩის წინ

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ისევ წააგო და ისევ ცუდად ითამაშა. ცუდად რა, ისე, როგორც ბოლო დროს ჩვევია ხოლმე. თითქოს ლამაზად დაიწყო და სწრაფ გოლთანაც ახლოს იყო, მაგრამ ვერ გაიტანა და 27-ე წუთზე საკუთარ კარში მიიღო. საგოლე კომბინაცია ენტონი გორდონმა დაიწყო და თავადვე დაასრულა.

„ჩელსიმ“ სტუმრად „საუთჰემპტონი“ გაანადგურა (0:6) და ბოლოდროინდელი წარუმატებლობები ოდნავ გააფერადა. მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ „არისტოკრატებმა“ რაღაც განსაკუთრებული აჩვენეს. უბრალოდ, მასპინძლები გამოიყურებოდნენ ძალიან ცუდად, თითქოს თამაში არ უნდათო.

„ჩელსის“ ყველა მომენტი რომ გამოეყენებინა, ანგარიში ორნიშნა იქნებოდა. დუბლი მიითვალეს შეცვლაზე შესულმა მეისონ მაუნტმა და ტიმო ვერნერმა. გადა ამისა, პირველ ტაიმში ტიმომ სამჯერ ბურთი ძელსაც გაარტყა.

„ტოტემჰემმა“ ანაგარიშის მოუხედავად (0:4) დიდი ბრძოლა გადაიტანა „ასტონ ვილასთან,“ განსაკუთრებით პირველ ტაიმში.

საბოლოოდ, კორეელმა სონმა ჰეთ-თრიქი მიითვალა. ერთიც ჩრდილოლონდონელთა ახალწვეულმა, დეიან კულუშევსკიმ გაიტანა.

კვირას კი 32-ე ტურის (და არა მარტო) მთავარი მატჩია: „სიტი“ – „ლივერპულს“ მასპინძლობს.

ინგლისი

პრემიერლიგა

32-ე ტური. 9 აპრილი

ევერტონი - მანჩესტერი 1:0

1:0 გორდონი (27)

არსენალი - ბრაიტონი 1:2

0:1 ტროსარი (28), 0:2 მვეპუ (67).1:2 ედეგორი (89)

საუთჰემპტონი - ჩელსი 0:6

0:1 ალონსო (8), 0:2 მაუნტი (16), 0:3 ვერნერი (21), 0:4 ჰავერცი (31), 0:5 ვერნერი (49), 0:6 მაუნტი (54)

უოტფორდი - ლიდსი 0:3

0:1 რაფინია (21), 0:2 როდრიგო (73), 0:3 ჰარისონი (85)

ასტონ ვილა - ტოტენჰემი 0:4

0:1 სონი (3), 0:2 კულუშევსკი (50), 0:3, 0:4 სონი (71)

0.149939