ფეხბურთი

19:41 | 9.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჰენდერსონი: „ლივერპული“ „სიტისთან“ 100 პროცენტით დაიხარჯება, მაგრამ ამით ჩემპიონატი არ მთავრდება“

„ლივერპულის“ ნახევარმცველი, ჯორდან ჰენდერსონი, ჟურნალისტებს „მანჩესტერ სიტისთან“ მომავალი შეხვედრის შესახებ ესაუბრა.

„მანჩესტერ სიტი“ ფანტასტიკური გუნდია, მსოფლიო კლასის ფეხბურთელებით და შესანიშნავი მწვრთნელით. ძალიან მნიშვნელოვანი და მძიმე მატჩი გველის. მაგრამ ჩემს გუნდში დარწმუნებული ვარ. ვიცი, გავალთ მინდორზე და კარგ ფეხბურთს ვითამაშებთ, 100 პროცენტით დავიხარჯებით. მაგრამ ამით სეზონი არ მთავრდება.

ახლა მხოლოდ ამ მატჩზე ვართ კონცენტრირებულნი. ვნახოთ, რა იქნება“ - ციტირებს ჰენდერსონის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

„სიტი“ – „ლივერპულის“ პრემიერლიგის 32-ე ტურის მატჩი კვირას, 10 აპრილს გაიმართება მანჩესტერში და თბილისის დროით19 საათსა 30 წუთზე დაიწყება.

0.113752