„ლივერპულის“ მეკარემ, ალისონ ბეკერმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ „მანჩესტერ სიტისთან“ საკკვირაო მატჩისთვის მზადაა.
„ყველაფრისთვის მზად ვარ. „ლივერპულში“ ვთამაშობ, ეს დიდი კლუბია. ყოველთვის მეტოქეზე მეტს ვუტევთ და მეტ საგოლე მომენტებს ვქმნით. მაგრამ მე ყოველთვის მზად უნდა ვიყო. ამიტომ დაკვირვებით ვუცქერ სად არის ბურთი. რა ხდება მოედანზე და ხშირად ვცდილობ ჩავერთო თამაშში.“ - ციტირებს ბრაზილიელი მეკარის სიტყვებს კლუბის იფიციალური ვებ-გევრდი.
პრემიერლიგის 32-ე ტურის მატჩი „მანჩესტერ სიტისა“ და „ლივერპულს“ შორის, კვირას, 10 აპრილს გაიმართება მანჩესტერის „ეტიჰადზე“ და თბილისის დროით 19 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.