ავტოსპორტი

3:11 | 9.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

„პორეშე“ და „აუდი“ ფორმულა 1-ში მონაწილეობისთვის ემზადებიან

„ფოლკსვაგენის“ ჯგუფში შემავალი კომპანიები, „პორშე“ და „აუდი“, ფორმულა 1-ში დებიუტისთვის ემზადებიან. ამის შესახებ განაცხადა გერმანული ავტოგიგანტის წარმომადგენელმა. ჯერჯერობით დაზუსტებულ არაა, თუ რა სახით ჩაერთვება ორი გერმანული ბრენდი ფ1-ში - შექმნიან საკუთარ გუნდებს, შეიძენენ რომელიმე არსებულს, თუ მხოლოდ ძრავების მიწოდებას დასჯერდებიან.

საკუთრივ „ფოლკსვაგენი“ პირდაპირ აქტივობას არ გეგმავს. თუმცა ცნობილია, რომ რალის მსოფლიო ჩემპიონატზე, მისი გუნდის სპონსორი „რედ ბული“ იყო. „პორშე“ და „აუდი“ საკუთარი გეგმების შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გამოაქვეყნებენ.

არაოფიციალური ინფორმაციით, „აუდი“ მზადაა, სუპერ ავტომობილების მწარმოებელი ბრიტანული კომპანია „მაკლარენი“ 500 მილიონ ევროდ შეისყიდოს. თუმცა იმავე სახელწოდების გუნდის შეფი ზეკ ბრაუნი ირწმუნება, რომ მისი გუნდი არ იყიდება.

„პორშე“ კი გრძელვადიან პარტნიორობას გეგმავს „რედ ბულთან“ და სავარაუდოდ, მისთვის ძრავების მიწოდებით შემოიფარგლება.

0.143304