მოჰამედ სალაჰი „ლივერპულს“ ახალ კონტრაქტზე ვერ ურიგდება, რის გამოც შესაძლოა ეგვიპტელმა ზაფხულში კლუბი შეიცვალოს.
სალაჰმა განაცხადა, რომ ახლა სეზონის გადამწყვეტი ეტაპია, ამიტომ კონტრაქტის საკითხზე საუბარს არ აპირებს, თუმცა აღნიშნა, რომ ხალხმა ბევრი რამ არ იცის.
„არ შემიძლია ეგოისტი ვიყო და მხოლოდ ჩემს მდგომარეობაზე ვილაპარაკო. გუნდისთვის სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი დროა, ამიტომ, მე მხოლოდ გუნდზე ვფიქრობ. სიმართლე გითხრათ, არის ბევრი რამ, რასაც ხალხი არ უყურებს და არ იცის. ამის თქმა შემიძლია, ვნახოთ, რა მოხდება“, - თქვა სალაჰმა.
შეგახსენებთ, რომ მოჰამედ სალაჰი „ლივერპულმა“ 2017 წელს „რომადან“ შეიძინა, კონტრაქტი კი ძალაში 2023 წლის ზაფხულამდეა.