დორტმუნდის „ბორუსიას“ ფეხბურთელმა ჯოვანი რეინამ ისევ ტრავმა მიიღო და „შტუტგარტთან“ მატჩში მოედანი აცრემლებულმა დატოვა.
ამერიკელი ნახევარმცველი პირველივე წუთზე დაშავდა, მაგრამ მხოლოდ მე-6 წუთზე განხორციელდა შეცვლა, რადგან მანამდე იულიან ბრანდტი ხურდებოდა.
რეინას ტრავმის ხარისხი უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ მან კუნთი დაიზიანა. აღსანიშნავია, რომ „დორტმუნდის“ ფეხბურთელმა ტრავმის გამო აგვისტოდან თებერვლამდე ვერ ითამაშა, ახლა კი ისევ ლაზარეთში მოუწია დაბრუნება.
აქვე გეტყვით,მ რომ მიმდინარე სეზონში 19 წლის ნახევარმცველს 12 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.