გერმანიის 21-წლამდელთა ნაკრების და ფრანკფურტის "აინტრახტის" შემტევი ანსგარ კნაუფი გულშემატკივრებმა გამოკითხვის მეშვეობით ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხურთელად დაასახელეს. ინფორმაციას უეფას ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
კნაუფმა "ბარსელონასთან" ფრედ დასრულებულ (1:1) საშინაო შეხვედრაში 48-ე წუთზე გაიტანა გოლი. ანსგარი, რომელიც წარმოშობით განიდანაა, "აინტრახტში" იჯარის წესით თამაშობს "დორტმუნდიდან" და მისი სატრანსფერო ღირებულება 5 მილიონი ევროა.







