ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩების შემდეგ გულშემატკივრებმა გამოკითხვის მეშვეობით კვირის საუკეთესო ფეხბურთელად ქარიმ ბენზემა დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" 34 წლის თავდამსხმელმა ლონდონის "ჩელსისთან" მოგებულ (3:1) შეხვედრაში ჰეთ თრიკი შეასრულა. მიმდინარე სეზონში ბენზემამ ყველა ტურნირზე 36 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 37 გოლი და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.