ფეხბურთი

18:35 | 8.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

სოლომონ კვირკველიამ "გაგრასთან" კონტრაქტი გააფორმა

საქართველოს ნაკრების მცველი სოლომონ კვირკველია კარიერას „გაგრაში“ გააგრძელებს. 30 წლის ფეხბურთელი უკრაინიდან წამოსვლის შემდეგ „გაგრაში“ ვარჯიშობდა, ახლა კი შეიძლება ითქვას, რომ ამ კლუბში ითამაშებს, რადგან ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

კონტრაქტის ხანგრძლივობა მიმდინარე წლის ზაფხულამდე განისაზღვრა. საინტერესოა, რომ კვირკველიას კარიერაში „გაგრა“ პირველი ქართული გუნდია.

30 წლის ქართველ მცველს მანამდე „რუბინში“, „ნეფტეხიმიკში“, მოსკოვის „ლოკომოტივში“, „როტორსა“ და ხარკოვის „მეტალისტს 1925“-ში უთამაშია.

0.117253