ფეხბურთი

17:57 | 8.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ მბაპეს ორწლიან კონტრაქტს და 230 მილიონ ევროს სთავაზობს

„პარი სენ ჟერმენი“ კილიან მბაპეს შენარჩუნებას ცდილობს და ახალ კონტრაქტს სთავაზობს. ამის შესახებ Cadena Cope წერს.

წყაროს თანახმად, პარიზელებმა მბაპეს კონტრაქტის მხოლოდ 2 წლით, 2024 წლის ზაფხულამდე განახლება შესთავაზეს და მზად არიან ამ ორ სეზონში ხელფასის სახით 230 მილიონი ევრო გადაუხადონ.

რასაკვირველია, ეს ძალიან თანხაა და ნასელ ალ-ხელაიფი იმედოვნებს, ფრანგი შემტევის დაყოლიებას მოახერხებს. ცხადია, რომ „რეალი“, რომელიც მბაპეს ეპატიჟება, ასეთ ხელფასს მას არ სთავაზობს.

შეგახსენებთ, კილიან მბაპეს „პარი სენ ჟერმენთან“ ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს, 30 ივნისს ეწურება.

0.133613